თურქეთი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაცია ნატო - ში

13:33 10-07-2018
თურქეთი  კვლავაც    მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს  ინტეგრაცია ნატო - ში
ანკარაში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში შედგა, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ცერემონიას 20-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური დაესწრო.
 
შეხვედრებისას ხაზი გაესვა, რომ თურქეთი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. 
 
ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა მის კოლეგებს და საპატიო სტუმრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
 
„თურქეთმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ბრიუსელის სამიტზე დაფიქსირდეს მაქსიმალური პროგრესი საქართველოში,“-განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში ირაკლი კოპლატაძემ.
 
წაკითხულია 28-ჯერ