ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

17:08 16-04-2018
ერევანში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
მომიტინგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კონსტიტუციური სასამართლოს შენობამდე მივიდნენ, სადაც მათ პოლიციელებმა გზა მავთულხლართებით გადაუკეტეს. NEWS.am-ის ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
 
ამასთან, აქციაზე დემონსტრანტების ლიდერი, პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ საბჭოს წევრი ნიკოლ ფაშინიანი დაშავდა.
 
პარლამენტის დეპუტატის ლენა ნაზარიანის განცხადებით, ფაშინიანმა ხელისა და სახის არეში დაზიანებები მიიღო და ახლა ის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
 
„რადიო თავისუფლებასთან“ კომენტარში ფაშინიანმა განაცხადა, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ ის მომიტინგეებს დაუბრუნდება.
 
შეგახსენებთ, რომ ერევნის ცენტრში აქცია დილიდან იმართება. აქციის მიზანია პარლამენტის შენობის ბლოკირება და პრემიერ-მინისტრის არჩევნების ჩაშლა.
 
წაკითხულია 46-ჯერ