ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა

16:42 16-04-2018
ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა
ერევანში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ აღმართული კედლის გარღვევას ცდილობენ. როგორც მედია წერს, პოლიცია მომიტინგეების შეკავებას ცდილობს.
ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი აცხადებს, რომ პარლამენტის შენობაში მხოლოდ დეპუტატებს შეუშვებს.
წაკითხულია 145-ჯერ