გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის შესახებ რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო

12:35 15-04-2018
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის შესახებ რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არ მიიღო. რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი გმობდა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებულ დარტყმებს და სირიის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. რუსეთის გარდა რეზოლუციას მხარი ბოლივიამ და ჩინეთმა დაუჭირეს. რეზოლუციამ საჭირო ხმები ვერ მიიღო. 
გუშინ საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
წაკითხულია 73-ჯერ