მეწყერი კალიფორნიაში- ნაპოვნია 17 ადამიანის ცხედარი, დაკარგულების ძებნა გრძელდება

13:43 12-01-2018
მეწყერი კალიფორნიაში- ნაპოვნია 17 ადამიანის ცხედარი, დაკარგულების ძებნა გრძელდება
ალიფორნიის სამხრეთ ნაწილში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 48 ადამიანს ეძებენ. ამ დროისათვის ნაპოვნია  17 ადამიანის ცხედარი.
ბი-ბი-სის ცნობით,  ძებნაში საგანგებო სიტუაციების ასობით თანამშრომელი მონაწილეობს.
163 დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოებში, მათგან 20 სერიოზულად არის ტრავმირებული, 4 - კრიტიკულ მდგომარეობაშია.
300 ადამიანი ჩარჩენილია რომეროს კანიონში, რომელიც სანტა-ბარბარას აღმოსვლეთით მდებარეობს. 
 
 წვიმამ და ტალახმა ქუჩები დატბორა. წყალი შეიჭრა ფეშენებელურ რაიონშიც და დააზიანა რამდენიმე ცნობილი ადამიანის ვილა, მათ შორის ოპრა უინიფრის სახლი, როომელიც 90 მილიონ დოლარად არის შეფასებული.  მეწყერმა ჩაკეტა დაახლოებით 48 კილომეტრიანი სანაპირო ტრასა 
 
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ძლიერმა შტორმმა და უხვმა ნალექმა გამოიწვია.
1 თვის წინ ხანძარმა შტატში ბუნებრივი დამცავი ტყე გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობა გაზარდა.
წაკითხულია 46-ჯერ