ჯანსუღ ჩარკვიანი უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაშია

15:00 12-08-2017
ჯანსუღ ჩარკვიანი უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაშია
პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი.პოეტის შვილის  თაკო ჩარკვიანის თქმით,   ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. „ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 
მისი თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება. 
წაკითხულია 160-ჯერ