გაგრაში, რუსი ტურისტები ტყვედ აიყვანეს

17:10 11-08-2017
გაგრაში, რუსი ტურისტები ტყვედ აიყვანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, ტურისტი ეკატერინბურგიდან, 48 წლის ვასილ სნეგირევი, ჩივის, რომ მას, 16 წლის შვილთან ერთად გაგრაში, ადგილობრივები ძალით აჩერებენ. აღნიშნულის შესახებ  gazeta.ru– წერს.როგორც გამოცემა Ura.Ru, სნეგირევის უფროსი შვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ადგილობრივებსა და რუს ტურისტს შორის კონფლიქტ მას მერე დაიწყო, რაც სნეგირევი 7 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.იმ დღეს სნეგირევი თავისი აუდით Volkswagen Transporter-ს შეეჯახა, რის შედეგადაც მხოლოდ მისი ავტომობილ დაზიანდა. უფროსი ვაჟის თქმით, მამამისმა აღიარა, რომ დამნაშავე თავად იყო.„იმ მომენტში გვერდით საგზაო პოლიციამ ჩაიარა. მათ მამას 3 ათასი რუბლი გამოართვეს, რათა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემები შეედგინათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათ არანაირი სქემები არ შეუდგენიათ“, – აღნიშნავს სნეგირევის ვაჟი.ინსპექტორების წასვლის შემდეგ, დაახლოებით 15 ადგილობრივი მაცხოვრებელი გამოჩნდა, რომლებმაც ტურისტებს დამუქრება დაუწყეს. ტურისტმა მათ ავტომობილის გარემონტების ხარჯების დაფარვა შესთავაზა, თუმცა აფხაზები ამით ვერ დაკმაყოფილდნენ. როგორც აღმოჩნდა, Volkswagen-ის მძღოლს სურდა, რომ სნეგირევს მისგან ეს მანქანა 200 ათას რუბლად გამოესყიდა. სნეგირევის თქმით, კი ეს მანქანა აღნიშული თანხის ნახევარიც კი არ ღირს.სნეგირევი ირწმუნება, რომ შემდეგ მან გაგრის ინსპექციას მიმართა, სადაც განუცხადეს, რომ სჯობდა მას გადაეხადა ეს თანხა, რადგან, მათი თქმით, ასე აჯობებს ყველასთვის. რუსი ტურისტი აგრეთვე აცხადებს, რომ მას მართვის მოწმობა და ავტომობილის დოკუმენტები ჩამოართვეს და განუცხადეს, რომ იგი საზღვრის გადაკვეთას ვერ შეძლებდა. შემდეგ მან ქალაქის პროკურორის თანაშემწეს მიმართა, რომელმაც განუცხადა, რომ პროკურატურა ამ საქმეში არ ჩაერეოდა და მხოლოდ თვალს მიადევნებდა.აფხაზებმა გირაოს სახით დაზიანებული აუდი დაიტოვეს. შემდეგ სნეგირევმა გაგრის მილიციის ხელმძღვანელობას მიმართა და მათ დახმარება სთხოვა, მაგრამ მას იქაც არ გაუმართლა. რუსი მძევლის შვილის თქმით, ადგილობრივი პოლიციის უფროსის მოადგილემ მამამისს განუცხადა, რომ ვინაიდან მან ავტოსაგზაო შემთხვევის მეორე მონაწილესთან მოლაპარაკება ვერ შეძლო, საჭიროა გამოძიების დაწყება, რომელსაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი ავტომობილი გაგრაში უნდა იყოს.
 
წყარო: “აიპრესი”
წაკითხულია 251-ჯერ