სოციალურ ქსელში უცნობებმა ერასმუსის გვერდი გააკეთეს და ათობით სტუდენტისგან პირადი მონაცემები მიიღეს.

16:36 11-08-2017
სოციალურ ქსელში უცნობებმა ერასმუსის გვერდი გააკეთეს და ათობით სტუდენტისგან პირადი მონაცემები მიიღეს.
თაღლითობა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პროგრამის სახელით. სოციალურ ქსელში უცნობებმა ერასმუსის გვერდი გააკეთეს და ათობით სტუდენტისგან პირადი მონაცემები მიიღეს.მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ერასმუსს სულ სხვა ოფიციალური გვერდი აქვს. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს, ვის რაში დასჭირდა ახალგაზრდების პერსონალური მონაცემები და ვინ დგას ფსევდოერასმუსის უკან.პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ევროპაში სასწავლებლად წასვლის მსურველებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
წაკითხულია 144-ჯერ