დღეიდან საქართველოში ტემპერატურა დაიწევს

15:32 11-08-2017
დღეიდან საქართველოში ტემპერატურა დაიწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოში 6 აგვისტოს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.სპეციალისტების თქმით, გასული წლის აგვისტოს პირველ ნახევართან შედარებით, წელს უფრო მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.დღეიდან ტემპერატურა დაიწევს დედაქალაქშიც. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა, რაც გასულ დღეებში იყო, წელს აღარ დაფიქსირდება.მათივე პროგნოზით, ტემპერატურა, გარდა დედაქალაქისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწევს. სიცხე შენარჩუნდება დასაველთ საქართველოში, თუმცა დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმებს ვარაუდობენ.,,კვირის ჩათვლის, ეს არის 13 აგვისტო, საქართველოში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა იქნება 36-დან 38 გრადუსამდე" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მთავარი სინოპტიკოსი დოდო გვაზავა.
წაკითხულია 434-ჯერ