გარდაცვლილი ბექა ხახუბიას დევნაში მონაწილე პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

15:15 11-08-2017
გარდაცვლილი ბექა ხახუბიას დევნაში მონაწილე პოლიციელები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისფლეს. პროკურატურა პოლიცილებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და მათი სამსახურიდან ჩამოცილებას ითხოვს. 16-17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.
წაკითხულია 319-ჯერ