„მე-7- 9 კლასის ჩათვლით სასწავლო პროგრამები განიტვირთება“- ალექსანდრე ჯეჯელავა

13:10 11-08-2017
„მე-7- 9 კლასის ჩათვლით სასწავლო პროგრამები განიტვირთება“- ალექსანდრე ჯეჯელავა
„განათლების სამინისტრო პროექტის „ჩვენი სკოლა 20-20“-ის შექმნის მიზეზი გახდა ის გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც მოიცავდა მთელ რიგ პრობლემებს“- განაცხადა განათლების მინისტრმა.ამ ახალი პროგრამის მიხედვით, როგორც ჯეჯელავა ამბობს სიახლე შეეხება როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების ნაწილსაც.მინისტრის ინფორმაციით, მე-7-9 კლასის ჩათვლით სასწავლო პროგრამები განიტვირთება, რადგან ჯეჯელავას განმარტებით, ამ კლასებში არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი სასწავლო დატვირთვა როგორიც საქართველოშია.ძირითადი დატვირთვა წავა უკვე მაღალ კლასებზე. რაც შეეხება პედაგოგებს, მინისტრის განცხადებით აქტიური იქნება ტრენინგები პროფესიული უნარების შეძენისა და გაღრმავების მიმართულებით.“ ამ წლის პირველ ნახევარში 30 000 -მა მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი გაორმაგდება, ასევე გაიზარდა იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომლებიც გამოცდებზე დარეგისტრირდნენ“- განაცხადა ჯეჯელავამ.
წაკითხულია 218-ჯერ