თბილისის ზოგიერთ სკოლაში კვირაში ერთხელ ვაშლებს დაარიგებენ- მინისტრის ინიციატივა

12:52 11-08-2017
თბილისის ზოგიერთ სკოლაში  კვირაში ერთხელ ვაშლებს დაარიგებენ- მინისტრის ინიციატივა
თბილისის იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, კვირაში ერთხელ დარიგდება ვაშლები, -ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მისვე თქმით, ვაშლებს კვირაში ერთხელ მოსწავლეებს პედაგოგები და მანდატურები დაურიგებენ. "ამ პროექტის მიზანია, რომ შესვენებაზე ბავშვებმა შეჭამონ ვაშლი. სულ ასეთი თბილისში დაახლოებით 40 000 დან 60 000 მდე მოსწავლეა. ასევე, ვაპირებთ კამპანიის დაწყებას, რომ მშობლებმა სკოლაში ბავშვებს გამოატანონ ვაშლი", განაცხადა ჯეჯელავამ.მისი თქმით, ტენდერი, თუ ვინ მოამარაგებს სკოლებს ვაშლით, ჯერ არ გამოცხადებულა.
წაკითხულია 502-ჯერ