"გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი"- განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა

12:30 11-08-2017
"გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი"- განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა
საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში დამწყები პედაგოგების დასაქმების პროგრამაზე მუშაობს,- ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ამ გეგმის მიხედვით განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება სოფლის სკოლებზე.მინისტრის განმარტებით, ახალბედა პედაგოგები გამოცდილ პედაგოგებთან ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებას. “ახალი პედაგოგის შემოსვლა სკოლაში გარკვეული აზრით ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა მოაკლდეს საათები და ეს გახლდათ წინააღმდეგობა, ახალი პედაგოგების სკოლაში შესვლის. სკოლას თუ მათემატიკის საათში ჯამში ჰქონდა 100 და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა პედაგოგი შევიდეს ამ სკოლაში, ჩვენ დავამატებთ საათებს და ეს იქნება 2 პედაგოგის მიერ ერთად ჩატარებული გაკვეთილი. ანუ გამოცდილი პედაგოგი და დამწყები პედაგოგი, ერთად ჩაატარებენ გაკვეთილებს რაღაც პერიოდი“ - განაცხადა ჯეჯელავამ.
 
 
 
წაკითხულია 49-ჯერ