კოკის მოსახლეობა: „თხილის მოსავლის 70% მდე უკვე განადგურებულია“ [Video]

14:57 19-06-2017
კოკის მოსახლეობა: „თხილის მოსავლის 70% მდე უკვე განადგურებულია“ [Video]

რა მდგომარეობაშია სამეგრელოში თხილის კულტურა, არის თუ არა დაგვიანებული მისი შეწამვლა, ამის გასარკვევად ტელეკომპანია “ოდიშის”ჯგუფი სოფელ კოკში ჩავიდა.

სოფელ კოკში მაცხოვრებლების განმარტებით თხილის მოსავლის 70% მდე უკვე განადგურებულია, როგორც ამბობენ, მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილი იყო, ხელისუფლებამ მისის შეწამვლა დააგვიანა, დღეს კი მოსავლის გარეშე რჩებიან.

სოფელ კოკში, მოსახლეობასთან  შესახვედრად თოდუების ოჯახში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან თორიაც იმყოფებოდა.

 როგორც თორია აცხადებს თხილის შეწამვლის პროცესი უკვე დაგვიანებულია, რადგან მავნებლებმა უკვე  გაანადგურეს მოსავალი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ პროცესი სწორად და დროზე მიმდინარეობს.

სამეგრელოსა და თხილის კულტურას ხეშეფრთიანი ბაღლინჯო ე.წ. ტკიპა , გასულ წელს შემოესია, რის შედეგადაც მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა, ისინი წელსაც ანალოგიური  აპრობლემის წიანშე აღმოჩნდნენ  და ხელისუფლებას  დაგვიანებლ რეაგირებაში ადანაშაულებენ.

 

 

 

 
 
 
წაკითხულია 1550-ჯერ