შამგონის მოსახლეობა მდინარე ენგურიდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს

13:48 19-06-2017
შამგონის  მოსახლეობა  მდინარე ენგურიდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს
ამ წუთებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სოფელ შამგონაში მოსახლეობა აქციას მართავს და მდინარე ენგურის სანაპიროდან ქვა-ღორღის ამოღებას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მდინარის ადიდების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორია ამ მიზეზითაც იტბორება,  ამასთან   დიდი რაოდენობით ინერტული მასალის ამოღება ხდება არა მხოლოდ ნაპირებზე, არამედ უშუალოდ მდინარის კალაპოტიდან, რაც  არღვევს როგორც კალაპოტის, ისე ნაპირების სტრუქტურას და დიდწვიმიანობისას  წყალს მიმდებარე  საძოვრები მიაქვს.
 
მოსახლეობა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მდინარე ენგურის სანაპიროზე ქვა-ღორღის ამოღების ლიცენზია ისე გასცა, რომ შედეგებზე და სოფლის ინტერესებზე არ უფიქრია .
სამუშაოების მწარმოებელი სამშენებლო კომპანია "TNT გრუპის" ხელმძღვანელი  მანუჩარ ჩანგელია, რომელიც საპროტესტო აქციაზე მივიდა,  ამბობს, რომ ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტრომ გასცა - კომპანიამ  დაახლოებით ორი თვის წინ ოფიციალურად შეიძინა ლიცენზია ამ ტერიტორიაზე ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოებზე, ყველა დოკუმენტაცია წესრიგში აქვს და აღნიშნულ სამუშაოებს კანონის ფარგლებში ახორციელებს.
 
 ადგილზე იმყოფება ,,ოდიში ნიუსის'' ჟურნალისტი, რომელიც უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის ამ ენგურისპირა სოფელში არსებულ მდგომარეობაზე და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებზე. 
 
წაკითხულია 418-ჯერ