სტამბოლიდან თბილისში გამოფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა

10:43 19-06-2017
სტამბოლიდან თბილისში გამოფრენილ თვითმფრინავს მეხი დაეცა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა
გუშინ თვითმფრინავს , რმელიც ასრულებდა რეისს სტამბოლი-თბილისის მიმართულებით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ისევ სტამბოლში დაეშვა.  ავია კომპანიის გადაწყვეტილებით მგზავრები რამდენიმე საათის დაფვიაებით, უკვე  სხვა თვითმფვრინავით გამოამგზავრეს თბილისში.
  ავიკომპანია "ატლას გლობალში", რომელსაც ეკუთვნის ლაინერი,  აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უამინდობა გახდა, მგზავრები კი მიზეზს აკონკრეტებენ და საუბრობენ იმაზე, რომ თვითმფრინავს მეხი დაეცა. 
 
 მედიასთან საუბარში მგზავრები ყვებიან პანიკაზე, რომელიც თვითმფრინავში შექმნილ სიტაუაციას მოყვა 
"ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. აღმოჩნდა, რომ მეხი დაეცა ჩვენს თვითმფრინავს. დაშავებულები არ არიან", - 
 "აფრენიდან 15 წუთში წრედი შეიკრა, გაჩნდა მეხი და დაარტყა თვითმფრინავს".
"ამის მერე იყო მართვის პრობლემები. შესაბამისად, პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავი დაეშვა ათათურქის აეროპორტში" –აცხადებენ მგზავრები. 
 
 
 
 
წაკითხულია 269-ჯერ