საპატრიარქოს შენაწირით ვაჭრობა წესად ექცა - სასამართლოში სარჩელი აქუბარდიების ოჯახის შემდეგ უკვე ქეთევან კიკნაძეს შეაქვს

14:39 18-06-2017
საპატრიარქოს შენაწირით ვაჭრობა წესად ექცა - სასამართლოში სარჩელი აქუბარდიების ოჯახის შემდეგ უკვე  ქეთევან კიკნაძეს შეაქვს
ჯერაც არ ჩაწყნარებულა სკანდალი, რომელიც ზუგდიდ ცაიშის ეპარქიის მესვეურთა მიერ სოფელ ჭალეში მცხოვრები შვილმკვდარი აქუბარდიების ოჯახისგან  სამონსტრო მშენებლობისთვის შეწირული სახლ-კარის გაყიდვას მოყვა და აი,  საპატრიარქოს უკვე მსახიობი ქეთევან კიკნაძე  უჩივის სასამართლოში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "artinfo" ავრცელებს. მსახიობი მედიას მიმართავს დაინტერესდნენ საქმით, რომელიც მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემას და შემდეგ საპატრიარქოს მიერ მის გაყიდვას ეხება.
 
“ტელევიზიებს, კერძოდ დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობ ჟურნალისტურ გამოძიებას, ვინაიდან მინდა შევიტანო სარჩელი, მასზედ, რომ გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებს გადაეცა ჩუნეთის სათავადოების კუთვნილი მიწის ნაწილი. ჩვენ ეს მიწა გადავეცით საჩუქრად საპატრიარქოს, რომლებმაც ეს მიწა გაყიდა.
 
კატეგორიულად მოვითხოვ მის დაბრუნებას, რადგან ჩვენ ვიფიქრეთ ამ მიწებს გამოიყენებდა საპატრიარქო საკეთილდღეოდ, რასაც მე ამჯერად გამოვიყენებდი პირადი ინტერესებისათვის. მაგრამ შეველიეთ მას და გამოვიჩინეთ დიდსულოვნება, მაღლა დავაყენეთ საერთო საქმისადმი ინტერესები.
 
ჩუქება ოფიციალურად გაფორმებულია და არა გაყიდვა. ამიტომ ყოველ ღონეს ვიხმარ მისი დაბრუნებისათვის, რაც ძალიან წაადგება ოჯახს,"-აცხადებს კიკნაძე.
წაკითხულია 134-ჯერ