,,ოლიგარქებს პასუხისგებლობის ასაცილებლად სიკვდილის გათამაშებაც შეუძლია, ასე რომ, ის თუ არა, თქვენ მაინც ვერსად გაექცევით პასუხისგებას'' - რას ამბობს ხალხი

13:31 18-06-2017
,,ოლიგარქებს პასუხისგებლობის ასაცილებლად სიკვდილის გათამაშებაც შეუძლია, ასე რომ, ის თუ არა, თქვენ მაინც ვერსად გაექცევით პასუხისგებას'' - რას ამბობს ხალხი

,,ეგ, გენაცვალე, მალე ჩვენი დასაცავი გახდება'' - ბრძანა გროზნოში მყოფმა  საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ იმ ვითრების შეფასებისას , რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარშემო შეიქმნა, როცა ჯაბა იოსელიანს, სამხედრო საბჭოს მობეზრდა  მის მიერვე ჩამოყვანილი შევარდნაძის ჩრდილში ყოფნა , უანგარობა და  კანონმორჩილება, რომელსაც პირველი რამდენიმე თვე თამაშობდა,  და  ისევ აიწყვიტა ახლა უკვემის წინააღმდეგ.  
 
არ შეიძლება ეს არ გაგახსენდეს, როცა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ დაყენებული ბუქში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ,,ლისზე"ანტრიკოტას" სახლში სხადნიაკია. ოთხი დაბურულმინებიანი ჯიპი დგას. ამ დროს სახლში რა უნდა სუსის უფროსის მოადგილეს და ვის ეთათბირება ნეტა ?!'' ( ელისო კილაძე). 
 
მოვლენათა შესაძლო განვითარების სურათი იხატება პოლიტიკოს გიორგი ონიანის პოსტშიც , რომელშიც დაისმის კითხვა: რომელი ხელისუფლების პირობებში იქნება ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის უფლება დაცული? კახა კალაძის თუ ნაციონალური მოძრაობის?
გავშალოთ თემა, არჩევით თანამდებობაზე მოხვედრილი კახა კალაძე საკუთარი გუნდით, რომელსაც იბარებს ,,7 სული ქურდი" და აცნობს ,,სხოდკის" გადაწყვეტილებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაიჭრა და ის უნდა ,,დაიბრიდოს" გაუწევს წინააღმდეგობას? შეუქმნის საკუთარ მომავალს საფრთხეს? და გადაიკიდებს იმ სოციუმს ვისაც დღემდე უმადლის საკუთარ წარმატებას? ა რ ა რათქმა უნდა ა რ ა!!!
ნაციონალური მოძრაობა მობრუნებული ხელისუფლებაში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც და ყველა მდიდარი ადამიანი სჭირდება ქვეყნისთვის სასარგებლო ბიზნეს პროექტების შესათავაზებლად და განსახორციელებლად, გებულობს, რომ ქურდულმა სამყარომ განაჩენი გამოუტანა ბიძინას.
ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეთა გასანეიტრალებლად და არ დაუშვებს მისი ,,მოქალაქის" სიცოცხლის მოსპობას კრიმინალების მიერ!!!
 
ელისო კილაძისა და გიორგი ონიანის სტრიქონებს მიღმა მდგარ ფრიად დასაშვებ ვერსია გარკვეული ინტერპრეტაციით ისმის   ლალი მოროშკინას მოსაზრებაშიც,  რომ  თუ ივანიშვილი მოკვდება, სკალპი მეტი დაიყრება, ვიდრე ლანცეტია,  აშკარად არ გულისხმობს მხოლოდდა მხოლოდ  ,,ნაციონალურ მოძრაობას'',  რომელიცსცალსახად საძულველია ამ ქალბატონისთვის, არამედ იკითხება ასევე როგორც გაფრთხილება ციხის შესაძლო შიგნიდან გატყდომის შესახებ. 
 
ქართული სოციალური ქსელი, რომელიც სამწუხაროდ, არა მხოლოდ სასიკეთო საზოგადოებრივი აზრის  გამოხატვის,  არამე , არამედ გაბოროტებული ადამიანების სიძულვილის ნთხევის ასპარეზადაც არის ქცეული, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ 
ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებებს ასახავს., თუმცა აქაც არის გარკვეული პასუხი კითხვაზე
ვის აწყობს და უნდა უხაროდეს დღეს  ყველაზე მეტად ივანიშვილის ჩამოშორება? ხალხს? ძალაუფლებისაკენ მსწრაფ  პერსონებს იგივე ,,ქართული ოცნებიდან?'' , ქაოსის მოყვარულ კრიმინალებს?  თუ ვიღაც სხვებს ქვეყნის შიგნით და გარეთ.?
 
ყოველ შემთხვევაში, როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს,   ოლიგარქის სიკვდილი ყველაზე ნაკლებად სჭირდება ,,ნაციონალურ მოძრაობას'', რომელმაც არა ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია ღირსეულად ატაროს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ორთაბრძოლებში  დამარცხებული (ედუარდ შევარდნაძე მშვიდობიანად  გაუშვა სახლში - 2003 წ. ) თუ გამარჯვებული ( ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა - 2012 წ.) მეტოქის მიმართ ქვეყნის კეთილდღეობისათვის, რასაც ვერ ვიტყვით ,,ქართული ოცნების'' წიაღში წარმოშობილ   ,,შავ ცხენზე'', მათსავე საყვარელ ენაზე რომ ვთქვათ ,, ტიომნაია ლაშადკაზე'', რომელსაც  ოლიგარქის ფინანსური ძალმოსილების ფონზე ჯერ არ მისცემია შესაძლებლობა გამოევლინა თავისი ჭეშმარიტი სახე.
 
ოლიგარქის სიკვდილი  არც ხალხს სჭირდება, ღირსეული  საზოგადოება მხოლოდ პატიოსან ორთაბრძოლაში იბადება და ვინმეს სიკვდილი, მით უფრო ძალადობრივი,  როგორც ხელშემწყობი ფაქტორი გამარჯვებისთვის მიუღებელია მისთვის. ამიტომ ემიჯნება ბევრი  იაფფასიან სიხარულს იმის გამო, რომ ვიღაც ცუდად არის., თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს რამე ეპატიება. 
 
სწორედ ამას გულისხმობს ელისო კილაძე პოსტში: 
,,-სამშობლო არ უნდა გძულდეს !
ხალხი არ უნდა მოატყუო !
ფული ყველაფერი არაა !
ქველმოქმედება სიკეთეა და არა პოზა !
ნეგატივი უკვალოდ არ ქრება !
თუ გინდა რომ ხალხმა არ იღლიცინოს შენი გარდაცვალების პერსპექტივაზე -წესიერად უნდა მოიქცე !!!!
ღმერთს თუ უნდა გაპატიოს, მე არ გაპატიებ-ცოცხალი მჭირდები !
ყველაფერზე პასუხი უნდა აგო,მათ შორის ჩემი შვილის პატიმრობაზეც !''
 
ამავე კონტექსტში ჯდება ახალგაზრდა პოლიტიკოსის, ნაციონალური მოძრაობის წევრის  ნიკა ნოზაძის პოსტი:  დღეს მთელი ერი, ღიად თუ ირიბად, დარწმუნდა რომ მარადიული არაფერია, თურმე მათი ბიძინა, ჩვეულებრივი ადამიანია და ცას არ გამოეკერება, ბევრი დარწმუნდა რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება! 
მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, ერს სამართლიანობისთვის სჭირება რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს! ოლიგარქებს პასუხისგებლობის ასაცილებლად სიკვდილის გათამაშებაც შეუძლია, ასე რომ, ის თუ არა, თქვენ მაინც ვერსად გაექცევით პასუხისგებას!''.
 
,,  სხოდნიაკის'' მონაწილეთა მორალურ სახეზე კი სხვებმა იზრუნონ.
 
წაკითხულია 117-ჯერ