მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში 25 წლის ახალგაზრდა დანით სასიკვდილოდ დაჭრეს

15:44 11-07-2018
მესტიის  ერთ-ერთ სასტუმროში 25 წლის ახალგაზრდა  დანით სასიკვდილოდ დაჭრეს
სვანეთში, მესტიის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში 25 წლის ლუკა ფალიანი დანით სასიკვდილოდ დაჭრეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში ლუკა ფალიანს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლუკა ფალიანი ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
 
გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის რაიონული საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
 
შინაგან საქმეთსა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წაკითხულია 239-ჯერ