ავტობუსში დაჭრილი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

11:27 11-07-2018
ავტობუსში დაჭრილი მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
გუშინ,  თბილისში #140 ავტობუსში 17 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. იგი ამ დრომდე ა რეგიონული ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
 რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის   განცხადებით, დაჭრილის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ,  ოპერაცია ჩაუტარდა და დამატებით ჩარევას არ საჭიროებს - თანდათან გამოდის საძილე საშუალებების მოქმედებიდან  და მალე კონტაქტური იქნება. 
 
 ახალგაზრდას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. 
 
 მომხდარ ფაქტზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
წაკითხულია 35-ჯერ