ნიკა მელია: ,,სმიტებმა საქართველო შეიყვარეს, ჩვენ შეგვიყვარეს, ჩვენ ვერ გავუფრთხილდით მათ...''

17:26 10-07-2018
ნიკა მელია:  ,,სმიტებმა საქართველო შეიყვარეს, ჩვენ შეგვიყვარეს, ჩვენ ვერ გავუფრთხილდით მათ...''

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ხადას ხეობაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

,,ხადას ხეობაში ამოწყვეტილი ოჯახი მხოლოდ ამერიკული ოჯახი არ იყო, ეს იყო ქართულ-ამერიკული ოჯახი. რაიან და ლორა სმიტებმა საქართველო მეორე სამშობლოდ იქციეს, 6 წელია აქ, მარნეულში ცხოვრობდნენ, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღეს, საქმეც წამოიწყეს, ხალხი დაასაქმეს, ხალიჩების ქსოვის მივიწყებული ტრადიცია ააღორძინეს, ლორა მარნეულის N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა, ბოლოს მარნეულში ბავშვებისთვის სპორტული მოედნის მოწყობას ცდილობდნენ.. . 

დიახ, აქ ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, აქ შეეძინათ და აქ ზრდიდნენ თავის პატარა ბიჭს, აქ, საქართველოს მთაში, ხადას ხეობაში წავიდნენ დასასვენებლად და... და ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა არაკაცის ხელით.

ამ ხალხმა საქართველო შეიყვარა, ჩვენ შეგვიყვარა, ჩვენ ვერ გაუფრთხილდით მათ, ვერ უზრუნველვყავით მათი უსაფრთოხოება... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ხადას ხეობაში დატრიალებული ტრაგედია პირდაპირი შედეგია იმ განუკითხაობის, რაც ქვეყანაში სუფევს.'' - წერს ნიკა ელია თავის პირად ფეისბუქგვერდზე

წაკითხულია 59-ჯერ