ბათუმში მეზობელმა 28 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრა

13:45 10-07-2018
ბათუმში მეზობელმა 28 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრა
ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს -  28 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით, სავარაუდოდ დანით,  ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. 
 
 დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული., ექიმების განცხადებით,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
 
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მეზობელმა დაშავებულის მცირეწლოვან ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაცამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
 
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით დაიწყო, რას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
 
 
 
წაკითხულია 31-ჯერ