განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, დაემშვიდობება

13:08 10-07-2018
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, დაემშვიდობება
არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. როგორც საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ, განათლების უწყებას, რომლის ფარგლებშიც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროც გაერთიანდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხენკელმა შესაძლოა, განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლოს. 
 
გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის პოსტს სავარაუდოდ, გიორგი ქობულია დაიკავებს, რომელიც რუსეთში, კერძო სექტორში საქმიანობს. ფინანსთა მინისტრის პორტფელი კი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბაროს.
 
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.
 
წაკითხულია 39-ჯერ