"პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დატოვა

16:50 13-06-2018
"პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დატოვა
„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და კომისიის წევრმა ადა მარშანიამ გააკეთა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ საგამოძიებო კომისიას, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, გაემიჯნა.ადა მარშანიას განცხადებით, ის არ მიიღებს ისეთ ფორმატში მონაწილეობას, სადაც „ევროპული საქართველო“ უმრავლესობაშია.კომისიის 17 კაციან შემადგენლობაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას აქვს. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი კი „ევროპული საქართველო“ წევრი, სერგი კაპანაძეა.
წაკითხულია 55-ჯერ