ნინო ლომჯარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გაუქმებას ითხოვს

12:31 13-06-2018
ნინო ლომჯარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გაუქმებას ითხოვს
აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით დღის ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესებს სოციალური ქსელში  სახალხო დამცველი გამოეხმაურა.ომბუდსმენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის უნდა გაუქმდეს."აღნიშნული განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად არაკონსტიტუციურია მოქმედი კოდექსი და როგორ არ უზრუნველყოფს ის სამართლიანი სასამართლოს გარანტიებით სარგებლობას," - აცხადებს ლომჯარია.
ნინო ლომჯარიას თქმით, მსგავსი საქმეების დროს ის ერთზე მეტმა მოსამართლემ უნდა განიხილოს, რათა პროცესი დროულად დასრულდეს.
წაკითხულია 76-ჯერ