მარნეულის მერი არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით აიყვანეს

10:57 13-06-2018
მარნეულის მერი არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით აიყვანეს
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია. აბაზოვის დაკავების შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ადასტურებს.
 
რა ბრალდებით მოხდა მისი დაკავება, დეტალები უახლოეს წუთებში გახდება ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის იმ ვიდეოს გამო აიყვანეს, რომელშიც დაფიქსირებულია როგორ აიძუელბენ მოქალაქეს მოშარდოს და შემდეგ შარდი სახეზე წაისვას.
 
სოციალურ ქსელში გავრცელებულ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი პროკურატურაში 12 ივნისს დაიბარეს.
 
პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144''' მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო.
 
დეტალებზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი 14:00-ზე გაიმართება. საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის პროკურატურაში მიმდინარეობს.
წაკითხულია 66-ჯერ