სენაკში 2 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

20:15 12-06-2018
სენაკში 2 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა
სენაკში 2 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი მრავლობითი ტრავმებით, ჯერ სენაკის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში მოათავსეს."ბავშვი გადაყვანილია ქუთაისში შემდგომი მკურნალობისა და კვლევის მიზნით. ჩვენთან ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მას დეტალური კველევები, კოპიუტერული ტომოგრაფია, ბავშვთა ნეიროქირურგი და სხვა დამატებითი პროცედურები სჭირდება. ბავშვი შემოყვანილი იყო მრავლობითი ტრავმებით, მათ შორის თავის არეში", -აცხადებენ საავადმყოფოში.
 
შს სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.
წაკითხულია 160-ჯერ