საჯარო სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები განისაზღვრა

14:08 15-05-2018
საჯარო სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები   განისაზღვრა
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით განსხვავებულია. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს. 
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, საზაფხულო არდადეგების თარიღები კლასების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
 
I კლასი – 25 მაისი, II - III- IV-V-VI-VII-VIII -IX-X 15 ივნისი.  XI კლასი - 11 ივნისი, XIIკლასი – 18 მაისი. 
 
ახალი 2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.
წაკითხულია 258-ჯერ