მანდატურების ფუნქციების გაუმჯობესება სახელმწიფოს 10.6 მილიონი ლარი დაუჯდება

09:24 16-04-2018
მანდატურების ფუნქციების გაუმჯობესება სახელმწიფოს 10.6 მილიონი ლარი დაუჯდება
საქართველოს მთავრობის ინიციატივით მანდატურის სამსახური დაიხვეწება, შესაბამისი ცვლილებები კი ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტის ავტორები განათლების და შს სამინისტროები არიან.როგორც გამოცემა edu.aris.ge წერს, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილი წელსვე შესრულდება, რისთვის ფინანსური რესურსია საჭირო, ეს კი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს.კერძოდ, წელსვე უნდა დაიწყოს სკოლებში სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტაჟება (2082 საჯარო სკოლიდან სათვალთვალო კამერები მხოლოდ 429 სკოლაშია), ასევე გაიზრდება მანდატურის გადამზადების კურსის ღირებულებაც (რადგან კურსი ფიზიკურ მომზადებასაც გულისხმობს).დღესდღეობით 458 საჯარო სკოლაში დასაქმებულია 1300  მანდატური. 2018 წლის სექტემბრიდან 30 საჯარო სკოლაში 70 მანდატური დაემატება, ხოლო 2019 წლის იანვრიდან 100 საჯარო სკოლაში 200 მანდატური დაემატება.კანონპროექტის თანახმად, საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ფსიქოლოგების შტატის დასამატებლად 446.4 ათასი ლარია გათვალისწინებული. კანონპროექტით გათვალისიწინებული ღონისძიებებისთვის 2018-2019 წლებში 10.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.განათლების კომიტეტზე კანონპროექტს 15 მაისამდე გაიტანენ, მანამდე კი დოკუმენტი ადამიანის უფლებათა, საფინანსო და იურიდიულმა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.
წაკითხულია 43-ჯერ