25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

09:10 16-04-2018
25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას  გააკეთებს
.ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს.  ბრიფინგს მარგველაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარესთან, ზვიად ქორიძესთან ერთად გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის გოგონას, თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად მიმალვაში მყოფი გოგონას მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე დააკავეს, ის ძალადობის მუხლით სასჯელს მანამდეც იხდიდა, თუმცა საპატიმრო პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეწყალების შედეგად დატოვა.
წაკითხულია 40-ჯერ