სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

21:11 14-04-2018
სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის დროს მძღოლი შეუძლოდ გახდა და საავტომობილო გზიდან გადავიდა.ავტომობილში მძღოლთან ერთად მისი მეუღლე და ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არცერთ მათგანს არ მიუღია.სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.
წაკითხულია 1655-ჯერ