დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

12:58 14-04-2018
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება
1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.დედაენის დღის ფარგლებში საქართველოში ტრადიციულად, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
წაკითხულია 58-ჯერ