თედო უთურგაიძე: ,,ქართული, ზანური და სვანური, რა თქმა უნდა, ენებია– ქართველური ენები."

13:24 13-02-2018
თედო უთურგაიძე:  ,,ქართული, ზანური და სვანური, რა თქმა უნდა, ენებია– ქართველური ენები."
91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ენათმეცნიერი თედო უთურგაიძე,  რომელმაც დიდი დიდი წვლილი შეიტანა  ქართველური ენების, მათ შორის მეგრული ენის მეცნიერული შესწავლის საქმეში.
 
ამ საკითხში მას ეჭირა პოზიცია , რომლის თანახმად, ,,თუ ისტორიულ–შედარებითი მეთოდით შემუშავებული ენათა ოჯახების თეორია (წინარე ენა თავის დიალექტებით და ამ დიალექტთა ცალკე ენებად ჩამოყალიბება,რაც მტკიცდება ბგერათა შესატყვისობითა და ურთიერთგაგებინების მოშლით) უარვყავით, აბსურდამდე მივალთ : დღემდე არსებული ინდოევროპული ენები ისევ დიალექტებად უნდა მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, ქართული, ზანური და სვანური ენებია– ქართველური ენები."
 
  თედო უთურგაული იყო   200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 9 მონოგრაფიის ავტორი, მათ შორისაა: “ქართული ენის ფონემატიკური სტრუქტურა”(1976), “ქართული ენის შესწავლის ისტორია”(1999), “გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში”(2002), “ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლებისა და მათი ურთიერთზემოქმედების შედეგთათვის გლობალურ სისტემაში”(2009).
 
იგი დაჯილდოებული იყო  ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით,   ღირსების ორდენით,   არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემიით. 
 
თედო უთურგაიძე თელავის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი .
1953–1961 წწ. მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში;
1961 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი,  
პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი .
 
წაკითხულია 151-ჯერ