მთავრობა უკანონო ხე-ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს

12:23 13-02-2018
მთავრობა უკანონო ხე-ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა უკანონო ხე-ტყის ჭრაზე სანქციებს ამკაცრებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელდა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ლევან დავითაშვილისგან მოისმინეს.გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონულ სამმართველოში 41 საშტატო ერთეულია.რეგიონული სამმართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულებას აკონტროლებს; გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები კი 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენასა და აღკვეთას ახდენენ.
წაკითხულია 76-ჯერ