დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

12:09 13-02-2018
დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.
წაკითხულია 148-ჯერ