ხობში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

10:07 11-01-2018
ხობში ავარიის შედეგად დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხამისკურში გუშინ მოხდა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ექვსი თანამშრომელი ავარიაში მოყვა. მათგან ერთი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ერთი კი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ოთხი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობენ.
წაკითხულია 794-ჯერ