თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

09:58 11-01-2018
თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან საღამოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ. 
გარდაცვლილის ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. 
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.
წაკითხულია 26-ჯერ