წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა მედიას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

17:11 07-12-2017
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა  მედიას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. შეხვედრის ორგანიზატორებმა დასავლეთ საქართველოში  წითელი ჯვრის საქმიანობაზე, ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით განხორცილებული პროექტების მონიტორინგზე და ასევე, დაცვის და მოძიების განყოფილებების საქმიანობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მედიის ყურადღება მიიქცია  უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებისა  და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამამ. სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულად ითვლება 2400 ადამიანი, კომიტეტის ინფორმაციით,  ამ ეტაპისთვის, მოხერხდა 393 ნეშტის მოძიება, ხოლო ამოცნობილი იქნა 135. შეხვედრაზე ვიდეორგოლები აჩვენეს, სადაც წითელი ჯვრის საქმიანობაა ასახული. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს დახმარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის. პროგრამა საქართველოში ერთ წელზე მეტ ხანს ხორცილედებოდა და წელს იხურება. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ აღნიშნა, რომ წითელი ჯვარი სამომავლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას და აქტიურ მუშაობას გეგმავს.
წაკითხულია 68-ჯერ