ფეხბურთის ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ ილია ტუღუშის დაღუპვის გარემოებები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული

12:28 07-12-2017
ფეხბურთის ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ ილია ტუღუშის  დაღუპვის გარემოებები  უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
 
ფედერაცია ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარი უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული. 
 
 ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან.
 
გუშინ მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი  იპოვეს.  
 
. ილო ტუღუში მსაჯობდა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებში. იგი ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა
 
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს.
წაკითხულია 33-ჯერ