გუმათჰესზე ხანძარი ლიკვიდირებულია

21:51 06-12-2017
გუმათჰესზე ხანძარი ლიკვიდირებულია
ქუთაისში, გუმათჰესის 2-ში ხანძარი ჩააქრეს. 40 მეხანძრე-მაშველი, 7 სახანზრო-სამაშველო ჯგუფი ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ცეცხლი თავდაპირველად ჰესის ტერიტორიაზე ძალოვან ტრანსფორმატორს გაუჩნდდა, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს იმ ავზების გახსნა რომელშიც ზეთი ესხა.ამ დროისთვის ქუთაისში ყველა აბონენტს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძარი გუმათჰესზე დღეს, დაახლოებით 17 საათზე გაჩნდა.
.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი მიმდინარეობს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებს.
წაკითხულია 58-ჯერ