"ხვალ ჩასახლებას წყალკანალი ბალანსზე აიყვანს, რის შემდეგაც დევნილებს წყლის მიწოდება აღუდგებათ"- მამუკა წოწერია

21:35 06-12-2017
"ხვალ ჩასახლებას წყალკანალი ბალანსზე აიყვანს, რის შემდეგაც დევნილებს წყლის მიწოდება აღუდგებათ"- მამუკა წოწერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია განმარტავს, რომ ხვალ ჩასახლებას წყალკანალი ბალანსზე აიყვანს, რის შემდეგაც დევნილებს წყლის მიწოდება აღუდგებათ. რაც შეეხება წყლის ხარისხს, წოწერიამ განმარტა, რომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიწოდებული წყლის სასმელად გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.„ხვალ მოეწერება ხელი საბოლოო გადაწყვეტიელბას, რის შემდეგაც წყალსაქაჩს აღუდგება დენის მიწოდება და შესაბამისად იქნება წყალიც. წყალკანალი საკუთარ თავზე იღებს იმას, რომ ეტაპობრივად მოხდეს გააბონენტება და მაქსიმალურად ოპერატიულად წყლის ხარისხის კონტროლი. სანამ არ დაიდება დასკვნა, რომ წყალი სასმელად ვარგისია, რეკომენდაცია გავეცით, რომ გადახარშული წყალი იხმარონ“, - განმარტა წოწერიამ.
წაკითხულია 65-ჯერ