ზუგდიდში წყლის მოთხოვნით დევნილები აქციას მართავენ

19:24 06-12-2017
ზუგდიდში წყლის მოთხოვნით დევნილები აქციას მართავენ
ზუგდიდში,დევნილთა დასახლებაში წყლის მოთხოვნით აქცია იმართება, ადგილობრივენი ამბობენ,რომ წყალი 2 დღეა არ მიეწოდებათ, მათი თქმით, ამ დასახლებაში მუდმივად აქვთ ეს პრობლემა და დღემდე მის მოგვარებას ითხოვენ. დევნილები დახმარებას პრემიერ-მინისტრს თხოვენ.
,,როცა არჩევნები მოდის,ყველას მაშინ ვახსენდებით,ჩვენი გასაჭირი არავის აინტერესებს,,-ამბობს ინეზა ფარულავა და პრობლემით დაინტერესებუსთვის პრემიერ მინისტრს მინართავს. დავალიანების 20 000 ლარის გამო დევნილებს წყლის მიწოდება, რამდენჯერმე შეუწყდათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის  მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ დევნილთა სამინისტროსა და უშუალოდ მინისტრისთვისაც ცნობილია და უწყება წყალკანალთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დევნილები ამბობენ, რომ სანამ პრობლემა არ მოგვარდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
 
წაკითხულია 274-ჯერ