გუმათჰესში ცეცხლის ჩაქრობას 30-მდე მეხანძრე ცდილობს

18:07 06-12-2017
გუმათჰესში ცეცხლის ჩაქრობას 30-მდე მეხანძრე ცდილობს
გუმათესში ხანძრის შესახებ ცნობა და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ხანძრის შესახებ ინორმაცია მათთან შესულია. ადგილზე 30-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს.სავარაუდოდ, ცეცხლი ზეთის ტრანსფორმატორს გაუჩნდა. არის ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლის კერა.სხვა დამატებითი ინფორმაცია ხანძრის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.
წაკითხულია 80-ჯერ