სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარი გაიხსნა.

17:24 06-12-2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარი გაიხსნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარი გაიხსნა. თავშესაფრისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაცია და თავშესაფრის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია პროექტის  „ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერება და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ ფარგლებში. ცენტრის გახსნის პრეზენტაცია ასოციაცია მერკურმა და პოლონურმა ორგანიზაცია Human Doc Foundation- მა გამართეს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფარი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სხვადასხვა  მომსახურებით. სადღეღამისო საცხოვრისით (თავშესაფარში);ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;სამართლებრივი დახმარებით;საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით; 
წაკითხულია 181-ჯერ