ამ წუთებში ტელერადიო კომპანია "ოდიშის" ეთერში მიმდინარეობს ტელედებატები "არჩევნები 2017"

21:17 12-10-2017
ამ წუთებში ტელერადიო კომპანია "ოდიშის" ეთერში მიმდინარეობს ტელედებატები "არჩევნები 2017"
ამ წუთებში ტელერადიო კომპანია "ოდიშის" ეთერში მიმდინარეობს ტელედებატები "არჩევნები 2017".
 
 დებატებში მონაწილეობენ ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებში მონაწილე კვალიფიციური სარჩევნო სუბიექტების პროპორციული სიის პირველი ნომრები: კახაბერ სარია ("პატრიოტთა ალიანსი"), -გურგენ სართანია ("დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველო"), ბათლომე შელია("ევროპული საქართველო")-ანა წითლიძე ("ნაციონალური მოძრაობა"), მამუკა წოწერია ("ქართული ოცნება")
 
დებატების მონაწილეები საუბრობენ  მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მისი  სამომავლო განვითარების ხედვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის  პოტენციურ შესაძლებლობათა რეალიზაციის გზებზე.
 
მსურველებს აქვთ შესაძლებლობა ფეისბუქზე სპეციალურად გახსნილი გვერდის (www.facebook.com/odishitv) მეშვეობით დაუკავშირდნენ დებატების მონაწილეებსა და წამყვანებს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე და მასზეც, რის მოსმენასაც ისურვებდნენ, მაგრამ დროის შეზღუდულობის გამო შეიძლება ვერ მოხვდეს გადაცემის ფორმატში.  
 
წაკითხულია 241-ჯერ