შალვა რამიშვილმა დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა

16:01 12-10-2017
შალვა რამიშვილმა დეზინფორმაციისთვის ბოდიში მოიხადა
ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილზე გავრცელებული დეზინფორმაციისთვის ბოდიშს იხდის. ამის შესახებ ვიდეომიმართვას რამიშვილი ფეისბუკით ავრცელებს.
 
შალვა რამიშვილის ინტერნეტტელევიზიამ თბილისის საკრებულოსთან გამართული საპროტესტო აქციიდან გაავრცელა ვიდეო, სადაც ზაალ უდუმაშვილი ერთ-ერთ აქტივისტზე ამბობს, რომ პოლიციამ საკრებულოში “შეათრია”, ხოლო POSTV-მ გაავრცელა, თითქოს ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატი ასე რუსთავი 2-ის ჟურნალისტს მიმართავდა.
წაკითხულია 93-ჯერ