სასამართლომ თბილისის საკრებულოს შენობასთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი დროებით გაათავისუფლა

16:31 11-10-2017
სასამართლომ თბილისის საკრებულოს შენობასთან აქციაზე დაკავებული ყველა პირი  დროებით  გაათავისუფლა
თბილისის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები საქალაქო სასამართლომ 17 ოქტომბრამდე გაათვისუფლა. სასამართლო პროცესი სასამართლოსთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადაიდო.
 
14 დაკავებულიდან სამი - სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, დანარჩენი 11-ის შესახებ გადაწყვეტილება კი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 
 
დაკავებულებებს შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.
 
„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.
წაკითხულია 106-ჯერ