ქუთაისში საინკასაციო მანქანას დააყაჩაღეს

12:13 19-06-2017
ქუთაისში საინკასაციო მანქანას დააყაჩაღეს
ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, –  ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
 
მათი ცნობით, საინკასაციო მანქანით, “ფეიბოქსის” აპარატიდან ამოღებული თანხა გადაჰქონდათ. ტელეკომპანიის განცხადებით, მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა გადმოსვეს და ავტომობილი გაიტაცეს.
 
თანხის ზუსტი რაოდენობა უცნობია.
 
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ  საქმეზე გამოძიება  179-ე  მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  ნაპოვნია ავტომობილი და  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წაკითხულია 206-ჯერ