სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

15:44 11-01-2018
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში ნარკოდანაშაული გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1970 წელს დაბადებული ჯ.თ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
 
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
 
გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 
წაკითხულია 552-ჯერ