დღეიდან - ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და სხვა დიდი იტალიელი მხატვრები თბილისში

14:18 15-05-2018
დღეიდან - ტიციანი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და სხვა დიდი იტალიელი მხატვრები თბილისში
დღეს თბილისში,  ეროვნული გალერეაში  ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების  გამოფენა იხსნება. 
 
 ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოიფინება შემდეგი ნამუშევრები: 
 
15 მაისიდან 5 აგვისტომდე - ტიციანის  ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუში ,,მადონა ყრმით“  ("მადონა ალბერტინი") , რომელიც  გამოფენისთვის ჩამოტანილია  ვენეციის აკადემიის გალერეიდან,  სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.
 
 დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ნამუშევრების ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევარი, რომელტა ავტორები არიან   რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.  გრაფიკული ნამუშევრები გამოიფინება 25-26 მაისს.  
 
ამავე დღეებში  გამოიფინება "Evidence. A New State of Art” - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV)  კოლექცია, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
 
ახლო პერსპექტივაში, კერძოდ სექტემბერში  წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში" რომაული ბაროკოს მუზეუმიდან. ექსპოზიციის სახელია  „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“. 
 
გამოფენები საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
2017 წლის ოქტომბერში ეროვნულ გალერეაში ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრები გამოიფინა.
წაკითხულია 37-ჯერ